მიიღეთ მონაწილეობა მოკლე კითხვარში და დაეხმარეთ საიტს განვითარებაში!

კითხვარის გახსნა

დახურვა
A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
ფინჯანი ყავა ივანკა ტრამპთან ერთად 50 000$-ად
თამუნა მახათაძე
135 ნახვა · დამატებულია 11 დეკემბერს, 2016

Auction charity website Charity Buzz აცხადებს აუქციონს ფინჯან ყავაზე აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ქალიშვილთან - ივანკა ტრამპთან.

შეხვედრა ჩანიშნულია 2017 წლის რომელიმე დღეს (დამოკიდებულია ივანკას განრიგზე) და გაიმართება ტრამპ თაუერში ნიუ-იორკში ან Trump International Hotel-ში ვაშინგტონში. თანხა მთლიანად გადაირიცხება ივანკას ძმის ფონდში ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფოს დასახმარებლად.

თუმცა 50 000$-ად შეფასებული შეხვედრა გაგრძელდება მხოლოდ 30-45 წუთი.

განსაზღვრულია პირობებიც: გამარჯვებულს არ უნდა ჰქონდეს კრიმინალური წარსული და ასევე შემოწმდება აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ. იღბლიანს შეეძლება გადაიღოს ერთი ფოტო, თუმცა დამატებით ხელმოსაწერად ვერაფერს მოიტანს.

დაველოდოთ აუქციონის შედეგებს და ვნახოთ, ვინ გახდება გამარჯვებული!

პ.ს როგორც ჩანს, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება უცნაური ამბები.


 







სოციალური აქტივობები




კომენტარები