მიიღეთ მონაწილეობა მოკლე კითხვარში და დაეხმარეთ საიტს განვითარებაში!

კითხვარის გახსნა

დახურვა
A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
12 საქორწილო ტრენდი, რომელსაც უნდა ერიდოთ 2017 წელს
თამუნა მახათაძე
84 ნახვა · დამატებულია 31 დეკემბერს, 2016

თქვენი ქორწილი უნდა იყოს უნიკალური და განუმეორებელი, განსაკუთრებული დღე თქვენს ცხოვრებაში. 

ბევრი პატარძალი ცდილობს, გაითვალისწინოს მოდის ტენდენციები, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ დროთა განმავლობაში ეს მოსაწყენი ხდება.

ასე რომ, ქალბატონებო და მომავალო პატარძლებო, გაითვალისწინეთ ეს რჩევები და აირიდეთ შემდეგი:

- სასმელების დარქმევა. არანაირი "დანტინი" ან "ლიზათო". სტანდარტული, გამაგრილებელი, სეზონური სასმელები სავსებით საკმარისია;

- ოჯახური სტილის სადილი. რა თქმა უნდა, ოჯახი ყველას გვიყვარს, თუმცა ქორწილი უფრო დიადი და განსაკუთრებული უნდა იყოს;

- "ბოჰო" თემატიკის ქორწილი. ამ სიტყვას ფაქტობრივად ტაბუ დაედო. მთებში, მდელოებში მოსეირნე პატარძალი სიფრიფანა კაბაში, რა თქმა უნდა, ლამაზია, მაგრამ დროა, ამ ტენდენციასაც დავემშვიდობოთ;

- "გერლანდები", რომლებიც მაგიდებს ბოლომდე დაჰყვება;

- საოცრად მორთული საქორწილო მანქანები; კარგია, რომ ძალიან ბევრი "საუკეთესო მეგობარი" გვყავს, მაგრამ არაა საჭირო, ყველა იყოს "ჩართული" ჩვენს ქორწილში;

- უზარმაზარი საქორწილო თაიგული. ყოველთვის შთაბეჭდილება უნდა რჩებოდეს, რომ პატარძალს მოაქვს თაიგული და არა პირიქით;

- ასევე არქაული ტრადიცია, რომ მთელი ქორწილი სიძის ოჯახმა უნდა გადაიხადოს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს აღარ გვესმის ხშირად ამგავრი ტრადიციის შესახებ და საქორწილო ხარჯები "ტანაბრად" ნაწილდება ისევე, როგორც დაპატიჟებულთა სია.

- სრულიად "თეთრი" ქორწილი. რა თქმა უნდა, ეს კლასიკაა და ლამაზია, მაგრამ კარგი იქნება, თუ კი 2017 წელს წყვილი რაიმე ფერსაც დაამატებს ამ განსაკუთრებულ დღეს;

- რაც შეეხება საჭმელს, არაა საჭირო, სუფრა სავსე იყოს "რთული" და უცნაური კერძებით. სტუმრებს სჭირდებათ გემრიელი, ნოყიერი საკვები, რომელიც მათ შეუნარჩუნებს ენერგიას მთელი საღამოს განმავლობაში;

- გარდა ამისა, "სნიკერსები" და "კოვბოის ჩექმა" შეხამებული მდიდრულ საქორწილო კაბასთან უკვე მოსაწყენია, რადგანაც ბევრი სხვა გზაც არსებობს თქვენი ინდივიდუალიზმის წარმოსაჩენად;

- კიდევ ერთი შეცდომა, რასაც ხშირად უშვებენ, არის ტენდენციის კოპირება მიუხედავად იმისა, უხდება თუ არა ის შენს გარემოს. წვეულება, რომელიც შენ გეკუთვნის უნდა მორთო ზუსტად ისე, როგორც შენი საკუთარი სახლი;

- ყვავილის თაიგულები. ადრე ეს მართლაც საყვარელი იყო, თუმცა 5 წელი გავიდა უკვე და დროა, მოდიდან ამოვიღოთ ეს ტენდენცია;

თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ქორწილი ეს თქვენი დღეა, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა გახსოვდეთ და თანაც სასიამოვნოდ. ასე რომ, არანაირ მოდის ტენდენციას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, თქვენს გულს მიედნოთ და ინტუიციას, ნაკლებად უსმინოთ მხოლოდ სხვებს და თქვენი საოცნებო ქორწილი გადაიხადოთ.

ბედნიერებას გისურვებთ 2017 წლის პატარძლებო!


 







სოციალური აქტივობები




კომენტარები