მიიღეთ მონაწილეობა მოკლე კითხვარში და დაეხმარეთ საიტს განვითარებაში!

კითხვარის გახსნა

დახურვა
A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
4 ნიშანი იმისა, რომ საუკეთესო მეორე ნახევარი გყავთ
თამუნა მახათაძე
175 ნახვა · დამატებულია 05 იანვარს, 2017

ჩვენ შეგვიძლია მუდამ ვიფიქროთ ჩვენს საოცნებო მამაკაცზე, მივამსგავსოთ ის რომელიმე ფილმის გმირს იდეალური ტორსითა და ბიცებსებით, თუმცა რეალურ ცხოვრებაში სულ სხვა თვისებებია მამაკაცში მნიშვნელოვანი, რომ ბედნიერი იყო.

1. თქვენი ურთიერთობა ღიაა და ის კეთილად გეპყრობათ.

ქორწინების ექსპერტები ამბობენ, რომ წყვილს შორის მთავარი მხოლოდ საუბრის სიხშირე არაა, არამედ მანერა, თუ როგორ მოგმართავს ის, არის თუ არა გულახდილი თუ პირდაპირ კამათზე გადადის? გისმენთ თუ არა გულისყურით და ცდილობს თუ არა გაგიგოთ? თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ თქვენს ურთიერთობაში იდილია სუფევს.

2. ის ყოველთვის მხარს გიჭერთ.

არ აქვს მნიშვნელობა, მარათონის გარბენას აპირებთ თუ სამსახურში დაწინაურებას, მთავარია თქვენი მეუღლე გვერდში გედგეთ და სჯეროდეს, რომ თქვენ ამას ნამდვილად შეძლებთ. თუმცა, თქვენგანაც იგივე უნდა მოდიოდეს, რომ ქორწინება ჰარმონიული იყოს.

3. ის ერთგული და ლოიალურია.

რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს ფანტაზიები და გვიოცნებია, პაემანი გვქონდეს, მაგალითად, ბრედ პიტთან და თქვენი მეუღლეც ასევე იპოვის მეტად მიმზიდველ ქალს. ეს ბუნებრივია. თუმცა, საუკეთესო მეუღლემ იცის, რომ ვერასდროს სხვა ქალი ვერ ჩაგანაცვლებთ მის ცხოვრებაში, აფასებს თქვენს შინაგან და გარეგან სილამაზეს.

4. ის გეპყრობა როგორც თანასწორს.

საუკეთესო მეუღლე არ აზროვნებს სტერეოტიპებით. მას შეუძლია დაგეხმაროთ ბავშვის მოვლაში და სახლის დალაგებაში, ასევე მოგანდოთ ონკანის გაკეთება, რადგანაც იცის, რომ ხელოსანზე უკეთ გამოგდით. მას შეუძლია აღიაროს, რომ თქვენ შეგიძლიათ რაღაცები მასზე უკეთ გააკეთოთ, ის აფასებს თქვენს უნიკალურ თვისებებს და ამაყობს თქვენით.


 







სოციალური აქტივობები




კომენტარები