მიიღეთ მონაწილეობა მოკლე კითხვარში და დაეხმარეთ საიტს განვითარებაში!

კითხვარის გახსნა

დახურვა
A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
როგორ გავიგოთ როდის ფიქრობს ქართველი ბიჭი სერიოზულად
თინათინ საძაგლიშვილი
1905 ნახვა · დამატებულია 08 იანვარს, 2017

ჩვენი, ქართველი ბიჭები, სხვა ეროვნების ბიჭებს არაფრით ჩამოუვარდებიან და  მათაც შეუძლიათ რომანტიული საღამოების მოწყობა, რათა ბედნიერად აგრძნობინონ მანდილოსნებს თავი, არ დაიშურონ თბილი სიტყვები და სასურველი ყურადღება,

მაგრამ როგორ გავიგოთ, როდესაც უკვე სერიოზულად ფიქრობს ბიჭი ჩვენზე?

ამის მისახვედრად, უნდა  დააკვირდეთ მათ ქცევებს, თუ ბიჭი:

1. 3 თვე გეხვეწება ნომერს და ბოლოს მაინც შენი დაქალის შეყვარებულის, ბიძაშვილის მაზლისგან იგებს

2. თვე ნახევარი ყოველ დღე გეხვეწება, რომ შეხვდე და ბოლოს მაკდონალდსში მიყავხარ

3. 1 ცალ ვარდს გჩუქნის პაემანზე

4. თუ უკვე თავისი დაგარქვა - ცოტა დასტოინად !

5. დაჟინებით გთხოვს, რომ გააცნო ოჯახი და ამის შემდგომ ყოველი ჩხუბისას თბილად იგონებს დედაშენს

6. შენს გარდერობში აღარ დარჩა მოკლე ქვედაბოლო და დეკოლტე

7. თვლის, რომ ის შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია და შენ უახლოესი დაქალები აღარ გჭირდება

8. სულ თავის ძველ გოგოებზე გიყვება და გაჩვენებს, თუ რა გოგოები "ეძლეოდნენ".

9. ხშირად უსვამს ხაზს, რომ მადლობელი უნდა იყო რადგან მის გარდა ზედ არავინ შემოგხედავდა სხვა

10. სულ გიმტკიცებს რომ შენი ბავშობის მეგობარ ბიჭს აუცილებლად მოსწონხარ და ის მეგობარი არ არის.

11. ხშირად გიმეროებს სიტყვებს "შენ კი გენდობი, მაგრამ მათ არ ვენდობი ვინც იქ იქნებიან" და გიშლის მეგობრებთან ერთად სადმე წასვლას.

12. სულ იმუქრება რომ შენს თაყვანისმცემლებს ძვლეbში დალეწავს და შენ მხოლოდ გოგონები გრჩება ფეისბუქზე

13. თავისუფალი აზროვნების არის, მაგრამ ოჯახში მაინც ქალიშვილი უნდა

14. დაბადების დღეზე გიყიდის მანქანას.. ოღონდ სარეცხის

15. რომანტიულ ვახშამზე ხელს არ გთხოვს - ისე რა არ იცი, რომ ცოლად უნდიხარ??







სოციალური აქტივობები




კომენტარები